სანდრა რულოვსი: ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტიდან დავუდგები გვერდში

"მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში – ეს ჩემი ვალდებულებაა", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ტელეკომპანია "ოდიშთან" განაცხადა.  
 

"სამწუხაროდ ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდის რაიონში იყო, არამედ მთელ საქართველოში იყო. მე მართლა მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, თქვეს რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ნელ-ნელა გამოდის მასალა მეტიდამეტი ხალხისგან, რა დარღვევებთან გვქონდა ჩვენ საქმე. თუ არ სჯერათ ხალხის საჩივარი და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრის შინაარსი, ვიდეოზე ხომ ყველანაირად ჩანს რაც მოხდა გაყალბებები.  გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, სურათის გადაღება. უბრალოდ არ ჩანს ახლა რამდენ ბიულეტინზეა საუბარი. ასეთი დარღვევების დროს შეიძლება 1 ბიულეტინი "იჩალიჩო", შეიძლება ათი. ამას მასშტაბს ნამდვილად ვერ დაუდებ.



მე რომ გამარჯვებული ვყოფილიყავი პირველ ტურში – ეს იქნებოდა პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, ვინც თქვა რამდენიმე დღით ადრე 8 ოქტომბრამდე  "ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. და ეს იყო არაფორმალური მმართველისგან მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.

მე მარტო მემატება ძალა და ბრძოლის უნარი ხალხისგან და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა დავრჩე ასე, დამარცხებული ვითომ,  უნდა გავაგრძელო მუშაობა და მოვიქცე როგორც გამარჯვებული ზუგდიდის რაიონში და ასე იქნება პოლიტიკაშიც და ჩემს მომავალ ქმედებებში.''- განაცხადა სანდრა რულოვსმა "ოდიში ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...