სანდრა რულოვსი: თუ ვინმეს ქვეყნის წინ წასვლა უნდა, ჩემი მეუღლეა და მოკითხვა მისგან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოსახლეობას შეხვდა.

„მადლობა მხარდაჭერის გამოხატვისთვის. ვხედავ რომ დაიბეჭდა მაისურები, ზედ წერია „მა მიორს სანდრა“ მაგრამ, ერთი მაისური მეც მინდა და იქ უნდა დაიწეროს „მა მიორს ზუგიდი“(მე მიყვარს ზუგდიდი).

დღეს მოგვივიდა სახლში, თბილისში საარჩევნო ბიულეტენები, ოღონდ მარტო ჩემი, ჩემი მეუღლის ბიულეტენი არ იყო. გული ძალიან მტკივა, თუ ვინმეს აწუხებს საქართველოს ბედი, თუ ვინმეს უნდა გაგრძელდეს პროგრესი, თუ ვინმეს უნდა წინ წავიდეს უფრო ქვეყანა,  ეს არის ნამდვილად ჩემი მეუღლე და მისგან ძალიან დიდი მოკითხვა. 

თქვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი. აი ახლა რომ მოვდიოდი, სულ მეუბნებოდნენ, მალე მოდით, მალე მოდით. სულ 25 დღე და მერე შეგვიძლია ვიმუშაოთ და არამარტო ვისაუბროთ. 

ჩვენ ვიქნებით პარლამენტში მშვიდი ძალა, რომელიც ნამდვილად ზუგდიდის რაიონის ინტერესს დაიცავს. ჩვენ გვაწუხებს მთელი რაიონის ბედი, ჩვენ გვაწუხებ ყველა პრობლემა. წყალი, დენი, უმუშევრობა, პენსია, სოციალური დახმარება.

მე მართლა მჯერა სამეგრელოსი, იმიტომ რომ ძალიან პერსპექტიული რეგიონია. აქედან შეიძლება ბევრი დიდი პროექტის გაკეთება. „თქვანი იმენდი მიღუნა“. სამარგალოს გაუმარჯოს", – განაცხადა რულოვსმა ზუგდიდში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...