სანდრა რულოვსი: სოციალური დახმარება მე-9 ბლოკივით არის, ხან ითიშება, ხან აღდგება

„სოციალური დახმარება მე-9 ბლოკივით არის, ხან ითიშება, ხან აღდგება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური დახმარება კი არ გაორმაგდა, არამედ განახევრდა. 

„კი დაიწყო 500 ათასი ადამიანიდან, მაგრამ 2014 წელს იყო 300 ათასი ადამიანი“, – აღნიშნა რულოვსმა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, სოციალური დახმარება ადამიანებს შეიძლება პოლიტიკური ნიშნითაც მოუხსნან. 

„ჩემს შეხვედრაზე თუ გამოვა ადამიანი, შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. 

ახლა წინასაარჩევნო პერიოდია და ისევ უნიშნავენ. როცა ეს დახმარება აღუდგებათ, უნდა ელოდო სამი თვე, სანამ პოლისს მიიღებ. ეს არის ძალიან ცუდი პროცედურა“,- აცხადებს რულოვსი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...