სანდრა რულოვსი: მე როცა მერი ვიქნები, და ნამდვილად გავხდები

მე როცა მერი ვიქნები, და ნამდვილად  გავხდები, ფეოდალების ბედით ნაკლებად დავინტერესდები , მაგრამ დავინტერესდები სოციალურ გაჭირვებული ადამიანების ბედით, -ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდი მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

“ზუგდიდის უნდა ჰყავდეს ევროპულის სტილის და მმართველობის მერი, მზრუნველი მერი, რომელსაც უყვარს და სჯერა საქართველოსი. რომელიც ააშენებს და დაასრულებს იმ იდეას, გამოაცოცხლებს ანაკლიას და ლაზიკას თქვენთვის, რომ თქვენ იქ დასაქმდეთ, იცხოვროთ და ასეთო ქალაქი გახდება ზუგდიდი, რომ საერთაშორისო დონეზე ყველა ამის შესახებ გაიგებს.

მე ამაზე ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება საქართველოსთვის. მე ყველას ვაძლევ შანს და არ დავუშვებ რომ პოლიტიკური ნიშნით დაიყოს საზოგადოება. ეს არ ზის ჩემს ბუნებაში”  – განაცხადა სანდრა რულოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...