“სანამ პუტინი არ გაეთრევა, ჩემი საქართველოში დაბრუნება მარტივი არ იქნება”

"შემიძლია შემოდგომაზე საქართველოში დავბრუნდე და თითსაც ვერავინ დამაკარებს! მაგრამ სცენარი ძალიან მარტივია, იქვე, თბილისთან ახლოს დგას რუსეთის ჯარი, რომლებიც ქვეყანას ორ ნაწილად ყოფენ. სანამ პუტინი არ გაეთრევა ან არ დასუსტდება, ჩემი საქართველოში დაბრუნება მარტივი არ იქნება" – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა http://nv.ua/-ს

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე: უკრაინის მაღალი თანამდებობის უმეტესობა ქართველებს ერგოთ, რატომ?

ოდესის გუბერნატორმა უპასუხა: "როგორც ასეთი, აქ არანაირი ქართული ლობი არ არის.  მაგალითად, მეგობრული ურთერთობა მაქვს ჯანდაცვის მინისტრთან ალექსანდრე კვიტაშვილთან,  ის თვენახევრის წინ მოვიდა და დამითანხმა ხელი არ გვეხლო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, მაგრამ გავერკვიეთ და მივხდით, რომ იქ არსებობს ნამდვილი ისტორიული კორუფცია. გამომდინარე აქედან, მე არ მაქვს ნათესაური კავშირები, ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემაში ყველაფერი გავარკვიეთ",- განცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...