SANA: სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

სირიის პროვინცია დეირ ეზ-ზორის აღმოსავლეთით, აშშ-ს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ავიაიერიშების შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ და დაშავდნენ. თუმცა, წყარო მათ რიცხვს არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, ავიაიერიშების შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა.
მარტში, სააგენტო SANA წერდა, რომ საერთაშორისო კოალიციამ სირია-ერაყის საზღვართან ახლოს, სოფელ ბაგუზში თეთრი ფოსფორის გამოყენებით ორი თავდასხმა განახორციელა. ინციდენტის შედეგად ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად