SANA: ალეპოში, საჰაერო თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

სირიაში, ალეპოს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ექვსი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მებრძოლებმა რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კორესპონდენტი აცხადებს, რომ რაკეტების გაშვების საპასუხოდ, სირიის ჯარმა დაბომბვა დაიწყო, რის შედეგადაც რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებდა, რომ სირიის პროვინციებში ლატაკიაში, ჰამასა და ალეპოში სარაკეტო იერიშები განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12 მაისს, ქალაქ სკალბიაში ავიაიერიშების შედეგად ქალი და ხუთი ბავშვი დაიღუპა.
მეორე დღეს, მებრძოლების მიერ განხორციელებული ახალი საჰაერო თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და მეორე სერიოზულად დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...