სან სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

“სან სებასტიანის” 68-ე კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა, საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი საკუთარ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

ასევე, “სან სებასტიანის” საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ნიჟარა” საუკეთესო ფილმისთვის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” მოიგო, რომელშიც ია სუხიტაშვილი თამაშობს. საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დეა კულუმბეგაშვილმა მიიღო და საუკეთესო სცენარის დაკატეგორიაში ისევ, დეა კულუმბეგაშვილმა და რატი ონელმა გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად