სან-ფრანცისკოში ჩასახვის საწინააღმდეგო აბების “მამა” გარდაიცვალა

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შემქმნელი, ცნობილი ქიმიკოსი კარლ დიერასი 91 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

დიერასი მეცნიერთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებმაც 1951 წელს მოახერხეს პროჰესტერონის ხელოვნური ჰორმონის სინთეზირება. ამ ნივთიერების მიღებამ საფუძველი დაუდო კონტრაცეფციის ახალი საშუალების, ორალური გზით მისაღბი აბების დამზადებას. 

ახალი კონტრაცეპტივების შექმნისთვის ქიმიკოსმა ამერიკის უმაღლესი ჯილდო, ნაციონალური სამეცნიერო მედალი მიიღო. იყო სტენფორდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 

1980 წელს დიერასი სამეცნიერო მოღვაწეობას ჩამოშორდა და წერა დაიწყო. გამოცემული აქვს 20-მდე წიგნი, მათ შორის საკუთარი მემუარები. წიგნების გაყიდვით მიღებული სოლიდური შემოსავალი მეცნიერმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მწარმოებელი კომპანიების აქციებში ჩადო და ბიზნესშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად