სამუშია: “ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თალაკვაძის სახით დაგვცინა

ფაქტია, რომ არჩილ თალაკვაძემ, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თალაკვაძის სახით დაგვცინა კიდევ ერთხელ”,-ამის შესახებ, “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელმა მდივანმა ლევან სამუშიამ “კურიერთან” განაცხადა

“არჩილ თალაკვაძემ გვითხრა, ჩაფიქრებული გვქონდა, გადაგაგდეთ და შეეგუეთო. “ქართული ოცნების” ხელისუფლება, საზოგადოებას იწვევს რადიკალიზმისკენ. ​მათ სურთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ სიმშვიდისაკენ, მშვიდობიანი პროტესტი და სიმშვიდე აშინებს ხელისუფლებას. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ამ სპექტაკლში ათამაშეს ზოგი “აჯანყებულად”. ადამიანები, რომელთაც საერთოდ ხმა არ ამოუღიათ პარლამენტში. ამით, ჩვენ კი არ გადაგვავგდეს მარტო, საერთაშორისო საზოგადოება გადააგდეს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გადააგდეს, რომელთაც პირობა მისცეს, რომ იმ სამარცხვინო, სისხლიანი 20 ივნისის შემდეგ მოხდებოდა უფრო დემოკრატიულ და სამართლიან გზაზე გადასვლა.

ფაქტია, რომ არჩილ თალაკვაძემ, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა თალაკვაძის სახით დაგვცინა კიდევ ერთხელ,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად