სამუშია: შავგულიძემ 14 უბანში მოიგო არჩევნები… ბევრი შრომა და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო

ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში ნაჩვენები შედეგით ყველაფერი დამთავრდა. შრომა ბევრია გასაწევი, მეტი კომუნიკაციაა საზოგადოებასთან. დაბალი იყო აქტივობა. დაბალი აქტივობა ხელისუფლებას ზოგადად აძლევს ხელს, მაგრამ ამ დაბალი აქტივობის პირობებშიც კი 4%-მდეა სხვაობა. 14 უბანი მოიგო შალვა შავგულიძემ. ამიტომ მინდა მივმართო ამომრჩეველს, რომ ნომერ პირველ ოლქში ამ არჩევნებით უნდა დაიწყოს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, რომელმაც სასამართლოს და ზოგადად ქვეყნის პრივატიზირება მოახდინა”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...