სამუშია: რ2-ში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება, ხალვაშის და “ოცნების” ზრახვები ერთია

“ქიბარ ხალვაში იმას გააკეთებს, რასაც “ქართული ოცნება” ეტყვის”,-ამის შესახებ, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ ტვ პირველთან “რუსთავი 2”-ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“არა თუ შეიძლება, არამედ შეიცვლება “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა. ვინაიდან ეს არის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე. ქიბარ ხალვაში და “ქართული ოცნების” ზრახვები ერთია. ქიბარ ხალვაში იმას გააკეთებს, რასაც “ქართული ოცნება” ეტყვის.”,-განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარს ეუბნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად