სამუშია: ქვეყანა აცდენილია დასავლურ რელსებს და გადასულია პუტინიზაციის რელსებზე

“ქვეყანა აბსოლუტურად აცდენილია სამართლებრივ რელსებს, დასავლურ რელსებს და გადასულია პუტინიზაციის რელსებზე.
“,- ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.

“პუტინიზაციის რელსების ანარეკლია ერთი-ერთში რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. პოლიტიკური ტერორი და უსამართლობაა გამეფებული ქვეყანაში, არც ერთი ინსტიტუცია არ მუშაობს და ეს არის უბრალო ფარსი რასაც თამაშობენ თუნდაც პრემიერ-მინისტრი, თუნდაც პარლამენტი, თუნდაც სასამართლო.

ამ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არსებობს. ერთადერთი ანალოგი შეგვიძლია გავავლოთ პუტინის რუსეთთან, რომლისკენაც ჩვენი მთავრობა მიიჩქარის.”,-განაცხადა სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად