სამუშაო შეხვედრა “დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში” დღეს დასრულდა

დღეს, საქართველოს მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასკვნითი ნაწილი გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა გაკეთდეს დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ყველა ბავშვის ოჯახური გარემოთი უზრუნველსაყოფად.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე შემუშავდა საერთო ხედვა, შეხვედრის მონაწილეებმა გამოკვეთეს დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები და განსაზღვრეს შემდგომი ნაბიჯები შემდეგი მიმართულებებით: არსებული ინსტიტუციების დახურვა, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები და პრევენციული მექანიზმები და ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესება.

არსებული რეკომენდაციები აისახება კონკრეტულ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც სახელმწიფო იუნისეფის და ევროკავშირის დახმარებით შეიმუშავებს.

კომენტარები
იტვირთება...