სამწლიანი ბაკალავრიატის და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი დამტკიცდა

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სამწლიანი ბაკალავრიატის და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი დამტკიცდა.

2019 წლის 30 სექტემბრით დათარიღებულ მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ:

„დამტკიცდეს თანდართული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი“.

ცნობისთვის, ამჟამად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევისთვის სტუდენტს ესაჭიროება მინიმუმ 240 კრედიტის დაგროვება ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში განსაზღვრულია არანაკლებ 120 კრედიტი. მინისტრის ახალი ბრძანება კი, განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად