სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება

“მიმდინარეობს სამხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა”,- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

„წელს და გაისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მაის-ივნისში გავხსნით ხონში იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისში, ასევე მიმდინარეობს სამხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა. ეს იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე აშენდა“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ შენობებში განთავსდა:

ქვემო ქართლის რეგიონული არქივი
კახეთის რეგიონული არქივი
სამეგრელოს რეგიონული არქივი
ქუთაისის ცენტრალური არქივი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად