სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში DMO-ს თანამშრომლების შერჩევა დაიწყო

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინტერ-მუნიციპალური ა(აიპ)-ის, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)-ს თანამშრომლების შერჩევა დაიწყო.

აპლიკანტებმა პრეზენტაციები და საკუთარი ხედვა საკონკურსო კომისიას წარუდგინეს.

კონკურსი სამ პოზიციაზე იყო გამოცხადებული: აღმასრულებელი დირექტორი, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერი, მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. სამივე პოზიციაზე ჯამში 47 განაცხადი შევიდა.
საკონკურსო კომისია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებისგან, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით შეიქმნა. DMO-ს მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად