სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ეკატერინე გალდავას და კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ მენეჯერს, ბესიკ ფილაურს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის ქალაქ ვალეში, აბასთუმანსა და დაბა ადიგენში წყლის სისტემების მშენებლობაზე, რომლის სამუშაოებს კომპანია აქტიურად ახორციელებს.

მხარეებმა წაღვერში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში წყალმომარაგების კუთხით დღეს არსებული გამოწვევებიც განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად