სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ახალციხის მერმა პროექტები დაათვალიერეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ქალაქ ახალციხეში კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ დროისთვის კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის 937 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა, რაც საავტომობილო გზასთან ერთად, საფეხმავლო ბილიკების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, კედლების და ლითონის ღობეების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 554 321 ლარით ფინანსდება.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურის და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პროექტის დეტალები და ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...