სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე მომღერალი ზურა ხაჩიძე იქნება

ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, ზურაბ ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო “პატრიოტთა ალიანსიდან”.

სამცხე-ჯავახეთის გუბენრატორს ბესიკ ამირანაშვილის ორი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი უკვე ჰყავდა, ზურაბ ხაჩიძე მისი მესამე მოადგილე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...