სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი: ელენე ხოშტარიას გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე "აიპრესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. 

"ეს არის წინასაარჩევნო მტკნარი სიცრუე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გაავრცელეს. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს არის მტკნარი სიცრუე", – განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ახალციხეში, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც გუბერნატორის თვალწინ ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად