სამტრედიის სახლი თანადგომის ექვს ბენეფიციარს, მათთვის საჭირო პროდუქტები მიუტანეს

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მოხალისეებთან ერთად, ააიპ სახლი თანადგომის ექვს ბენეფიციარს, მათთვის საჭირო პროდუქტები მიუტანა.

ექვსივე ბენეფიციარს, წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებმა, პირველადი დახმარების მედიკამენტები გადასცეს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, მარტოხელა მოხუცებისთვის, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მომსახურების ახალი სერვისი აამოქმედა.

70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, მზრუნველობა მოკლებულ მოქალაქეებს, რომელთა გადაადგილება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საფრთხის შემცველია, სამტრედიის მერიის მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ემსახურება და ოჯახებში მათთვის საჭირო პროდუქტები მიაქვთ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამკერვალო საწარმო შპს ,, ტუანა ტექსტილს”, რომელმაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას უსასყიდლოდ გადასცა სამედიცინო პირბადეები. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პირბადეები, მოხალისეებზე და ბენეფიციარებზე გადანაწილდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად