სამტრედიის მუნიციპალიტეტში სკოლების და ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ გორმაღლის, ტოლების და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჯარო სკოლების და ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და მშენებარე კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 860 000 ლარს დახარჯავს.

პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები მოწესრიგდება, შეიცვლება სახურავები და კარ-ფანჯრები.

რაც შეეხება ამბულატორიებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე, ხუთ ამბულატორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 103 264 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორმაღლის და ტოლების ადმინისტარციულ ერთეულებში, გარე-განათებები მოეწყო.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განმარტა – ,,ეს არის პირველი ეტაპის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოები სასკოლო არდადეგების პერიოდში დასრულდება, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს.” მუნიციპალიტეტის მერმა, სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება და თითოეულ კომპანიას ამ მხრივ, მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენაზე მიუთითა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...