სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ბეტონის საფარით ეწყობა ორი სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,
ოფეთი-დაფნარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსდებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო” ასრულებს.

დავით ბახტაძე – ,, მნიშვნელოვანია სასოფლო გზების მოწესრიგება, რათა მოსახლეობამ უფრო მობილურად და კომფორტულად გადაადგილდეს. ამ კუთხით სამუშაოები, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.”

კომენტარები
იტვირთება...