სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა

13 ნოემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია.
შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იქნა განხილული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 13 394 ათასი ლარის ოდენობით, მ.შ. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 190.0 ათასი ლარით, ადგილობრივი ბიუჯეტი 13 204.00 ათსი ლარით. სამტრედიის საკრებულოს ბიუჯეტი – 852.0 ათასი ლარი. სამტრედიის მერიის ბიუჯეტი – 2 657.7 ათასი ლარი.
სოციალური კუთხით 2020 წლის ბიუჯეტში დედათა და ბავშვთა დახმარება გაიზარდა 15.0 ათასი ლარით.
საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი და მოიწონეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად