სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიმა მოსახლეობას წლიური ანგარიში წარუდგინა

26 დეკემბერს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მოსახლეობას, მერიის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების და კულტურული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა;

2019 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაკეთდა. მიმდინარე წელს 3071 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც დაიხარჯა 1 054 002 ლარი.
კულტურულ-შემეცნებითი, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო 2 061 900 ლარი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 4 678 708 ლარის სამუშაოები ჩატარდა. დაიგო 55 კილომეტრი გზა, მათ შორის 54 კილომეტრი ასფალტი და 2 კილომეტრი ბეტონის საფარი.

ბაგა-ბაღებში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 289 385 ლარის სამუშაოები ჩატარდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 საბავშო ბაგა-ბაღს.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით საჯარო სკოლებში 860 000 ლარის სამუშაოები ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 33 საჯარო სკოლაში, პირველ ეტაპზე მოეწყო შშმ პირებისთვის პანდუსები, სახურავები, კარ-ფანჯრები და სველი წერტილები.

რეაბილიტაცია ჩაუტარდათ ჯიხაიშის, ტოლების, საჯავახოს, გორმაღალის და კულაშის ამბულატორიებს. რისთვისაც დაიხარჯა 99 926 ლარი.

საანგარიშო შეხვედრა, რომელიც ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში შედგა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი მოსახლეობა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მედია- საშუალებები, პედაგოგები, ააიპ-ების წარმომადგენლები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ანგარიშების პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე, მუნიციპალიტეტის მერისგან, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

ღონისძიების ფარგლებში, მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მაჟორიტარ დეპუტატს გია მიქელაძეს, სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთში, ზვიად შალამბერიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნუგზარ ჯამბურიას, საკრებულოს წევრებს, კომუნალური გაერთიანების, კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურს, სახანძრო-სამაშველო სამსახურს, მერიის სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, თვითმმართველობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად