სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან კომპიუტერი 77-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო

დღეს იმერეთის რეგიონში შემავალ 12 მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეებს ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სამახსოვრო კომპიუტერები გადაეცათ.

კომპიუტერები ყველა იმ მოსწავლემ მიიღო , რომლებმაც 9 კლასის ჩათვლით სწავლა უმაღლეს შეფასებაზე დაასრულა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან კომპიუტერი 77 მოსწავლემ მიიღო , რომელიც სამტრედიის რესურსცენტრის მხრიდან საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად შეფასდა.

კომპიუტერები სამტრედიის მუნიციპალიტეტის იმ ოთხმა მოსწავლემაც მიიღო , რომელთაც სწავლა კადეტთა ლიცეუმში განაგრძეს.

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერმა წარმატებულ მოსწავლეებთან სამასხსოვრო ფოტოები გადაიღო და მათ სწავლის შემდგომ საფეხურზე წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად