სამტრედიის მოხალისეთა ჯგუფი მოსახლეობას ემსახურება

მერიასთან არსებულ ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეს ციური მანჯგალაძეს მისთვის საჭირო მედიკამენტები მიუტანეს.

მოხალისეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოემსახურებიან იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ პირებს, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე:

ტელ.: 595 59 63 59 (მიხეილ ლეჟავა)
571 81 19 13 (ბეჟან გეგეშიძე)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად