სამტრედიის მერმა სამშენებლო, ზედამხედველობის სამსახურისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო, საპროექტო ორგანიზაციების, ზედამხედველობის სამსახურის და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებთან, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე მერმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ირგვლივ, შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებისგან, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით პროექტების სარეაბილიტაცია სამუშაოები დადგენილ ვადებში ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერმა, სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე გაამახვილა ყურადღება და თითოეულ კომპანიას ამ მხრივ, მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენაზე მიუთითა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, -,,ყოველკვირეული საკონსულტაციო შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად კონტროლი იყოს ყველა იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბითაა დაგეგმილი.“
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...