სამტრედიის მერმა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს: გომის და დაბლა გომის საჯარო სკოლებში. ასევე მოინახულეს რუსიების უბანში სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაბლა გომის სოფელ ცივწყალასთან დამაკავშირებელი გზის მოხრევითი სამუშაოები.

2019 წელს სამტრედიის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული და პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები წესრიგდება, იცვლება სახურავები და კარ-ფანჯრები.

დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე სანიაღვრე არხიც წესრიგდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...