სამტრედიის მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაათვალიერა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.

ვინაიდან, ხვალ 16 სექტემბერს სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი იწყება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა.

საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში პროექტების უმრავლესობა დასრულებულია, რიგ ობიექტებზე დასკვნითი სამუშოები მიმდინარეობს, რომელიც სასწავლო პროცესის განახლებას არ აფერხებს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა –,,ხვალ სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში დაიწყება. ეს იყო პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები გატარდება მანამ, სანამ თითოეული მათგანი თანამედროვე სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.“

2019 წელს სამტრედიის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარი გამოიყო. პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები მოწესრიგა, შეიცვალა სახურავები და კარ-ფანჯრები. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24-ვე ბაგა-ბაღში, 354 000 ლარის სამუშაოები გატარდა. ბაგა-ბაღები საჭიროებისამებრ გადაიხურა და შემოირაგვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს და ჯგუფებს, მოწესრიგდა სველი წერტილები, სამზარეულოები და გაყვანილობა.

N-1 ბაგა-ბაღის მმართველის მარინა შენგელიას თქმით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბაღში ათეული წელია არ განხორციელებულა. მან კოლექტივის სახელით მუნიციპალტიეტის მერს ვალერი ფოცხვერიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის გრძნობს მის გვერდით დგომას და გულისხმიერებას .

პირველ საჯარო სკოლაში ჩატარებული სარებილიტაციო სამუშაოებით კმაყოფილია სკოლის დირექტორი ხათუნა ფაილაძე- ,,მადლობის მეტი რა გვეთქმის. გვიხარი, რომ ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მოწესრიგებულ გარემოში ვხვდებით.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად