სამტრედიის მერმა, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სარეაბილიტაციო მასალები მიუტანა

სამტრედიაში ძლიერი ქარის შედეგად,ღანირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭაგანში მცხოვრები გოცირიძე თამარის ოჯახს სახურავი მთლიანად დაუზიანდა. მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სარეაბილიტაციო მასალა გოცირიძეების ოჯახს პირადად მიუტანა და დაზარალებულებს გაესაუბრა.

,,დაზიანების დღიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეს და რამდენჯერმე ადგილზე იმყოფებოდნენ. დღეს გადმოგვეცა სახურავის სარეაბილიტაციო მასალა, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათია. მადლობას ვუხდი პირადად მერს ვალერი ფოცხვერიას და ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის.“-აღნიშნა დაზარალებულმა.
სამტრედიაში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია როგორც კერძო, ისე მუნიციპალური შენობები. უახლოეს ხანში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად დაზიანებული თითოეული კერძო, თუ მუნიციპალური შენობების სახურავები რეაბილიტირებული იქნება.
დღესვე, ძლიერი ქარის შედეგად სხვა დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ სახურავის სარეაბილიტაციო მასალა პირადად მიუტანა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღეს თუნუქის სახურავი ე.წ პროფნასტილი მიუტანეს შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს:
ღანირის ადმინისტრაციული ერთეული–გოგმეჩაძე გივი,მანჯგალაძე კონსტანტინე, ფრანგიშვილი ალექსანდრე,ჯულაყიძე მარინა და სორდია მაია.
ეწერის ადმინისტრაციული ერთეული–წიქვაძე რეზო და ხავთასი ლაშა.
გორმაღლის ადმინისტრაციული ერთეული–გეგუჩაძე ელენე.
მელაურის ადმინისტრაციული ერთეული–თევზაძე ზაური და ნიკურაძე ნატო.
ჯიხაიშის ადმინისტრაციული ერთეული–ჩხიკვაძე ვლასი, ცაგარეიშვილი სერგო, ბიბილეიშვილი ავთანდილი,ლეჟავა ლიანა, მიროსიჩენკო თამილა,ხარაბაძე ზურაბი,ფირცხალავა დავითი,თვალავაძე ბეჯანი,ქუთათელაძე თამარი,ესებუა ნინო, ნასარაია იულია,ლეჟავა ქეთევანი,ვაჩაძე ხათუნა,ვაშაკიძე ნათელა,ლეჟავა ჟულიეტა,ბახტურიძე გულნარა,ბუცხრიკიძე მაყვალა და დვალიშვილი ნელი.
ქალაქის ტერიტორია–ვაშაკიძე დიოლა, სიხარულიძე შორენა და ჩიგოგიძე მურადი.
ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...