სამტრედიის მერი ინფრასტრუქტური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს. ამჯერად, მერის წარმომადგენელთან ქალაქის ტერიტორიულ ერთეულში, თენგო ცაგურიასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, ლაშა თევზაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გზის დამაკავშირებელ მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი 860 გრძივ მეტრზე დაიგო.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მელაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

2019 წელს სამტრედიის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული და პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები წესრიგდება, იცვლება სახურავები და კარ-ფანჯრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...