სამტრედიელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თბილისში, დიღომში მდებარე “ნიუთბილისი” ფრენბურთის სასახლეში 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს.

დასრულდა შეჯიბრება ათიდან ხუთ წონით კატეგორიაში. წარმატებით იასპარეზეს სამტრედიელმა მოჭიდავეებმა. მათ 2 ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისელი მოჭიდავეების ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. თითო ოქროს მედალი ყვარლელი და მცხეთელმა მოჭიდავეებმა დაისაკუთრეს. გორელი მოჭიდავეების წილად 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:
57 კგ
1. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
2. გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)
3. დავით მიკიჩიანი (გორი)
3. გოგა ძიგუა (სამტრედია)

65 კგ
1. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
2. ამირან ვახტანგიშვილი (გორი)
3. გია უგრელიძე (სამტრედია)
3. დავით ფაცინაშვილი (გორი)

70 კგ
1. ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)
2. მირზა სხულუხია (ქუთაისი)
3. გია ავალიანი (სამტრედია)
3. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)

79 კგ
1. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
2. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
3. ლაშა ბაირამოვი (ქარელი)
3. ევსემი შველიძე (ხარაგაული)

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
2. ბექა ჭელიძე (თბილისი)
3. როლანდ მანაშვილი (თბილისი)
3. გიორგი მაჭარაშვილი (გორი)

ხვალ ჩემპიონები და პრიზიორები 51-74-86-92-125 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად