სამტრედიაში “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში ახალი სკვერი მოეწყობა

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა.

სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წინსვლის ქუჩაზე.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

დავით ბახტაძე-🔊 ,,ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება სამტრედიაში დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით ხორციელდება. ყველა აღნიშნული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათი საჭიროებებიდან გამომდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურ კონტროლზე გვექნება აყვანილი ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობას და მათ ინტერესებს უკავშირდება.”

კომენტარები
იტვირთება...