სამტრედიაში, “მოყვარულთა თასი 2019”-ის ჯიხაიშელების გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით ,,მოყვარულთა თასი 2019“ იმართება.

აღნიშნულ ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთო სამტრედიის მუნიციპალიტეტი. სხვადასხვა სოფლების გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში ათი დღის განმავლობაში ეპაექრებოდნენ.

ფინალური შეხვედრა ბაშში გაიმართა. ბაშისა და დიდი ჯიხაიშის გუნდების დაპირისპირება ჯიხაიშელების გამარჯვებით დასრულდა.
მატჩს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მერმა გამარჯვებულ გუნდს მომდევნო ეტაპებზე წარმატებები უსურვა. ვალერი ფოცხვერიამ სპორტული ჩემპიონატების და აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესზე მოუწოდა.

მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი, ასპარეზობას რეგიონალურ ეტაპზე გააგრძელებს და გამრჯვების შემთხვევაში ევროპის საფეხბურთო არენაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...