სამტრედიაში კალაძის და მაიაკოვსკის ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის გზების დაგება.ამჯერად ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო, კ. კალაძის და მაიაკოვსკის ქუჩებზე.სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ძიძიგურმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრნენ და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

კ. კალაძის ქუჩაზე მცხოვრების თედო ხუჭუას განცხადებით –,,ასფალტო-ბეტონის გზა ამ ქუჩაზე არასდროს ყოფილა. მივმართეთ თხოვნით ბატონ მერს და ხედავთ, რომ დღეს აქ ასფალტო-ბეტონის გზა გვაქვს. მადლობის მეტი რა გვეთქმის. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდით გვიდგას და ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს. გზის დაგებით მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემა მოგვარდა.“

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განმარტა -ეტაპობრივად გზა ყველგან დაიგება და სამტრედიაში არ დარჩება, არც ერთი ქუჩა ასფალტო-ბეტონის გზის გარეშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...