სამტრედიაში დაგეგმილი ანტისაოკუპაციო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა

ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხიდზე დაგეგმილი პერფორმანსი გახდა. მოქალაქეებმა ახალგაზრდებს ხიდზე ბანერის, წარწერით “გახარია წადი” გადმოფენის უფლება არ მისცეს.

მათი თქმით, არ დაუშვენებ მსგავსი აქციის მოწყობას. აქციის მონაწილეებს ხიდზე ბანერის მიტანის უფლება არ მისცეს ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა და რკინიგზის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, ხიდი “საქართველოს რკინიგიზის” დაქვემდებარებაშია და ბანერის გამოფენის ნებართვაც მათგან უნდა ქონდეთ. აქციის მოწინააღმდეგებმა, მოგვიანებით მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...