სამტრედიაში, ბახტაძის მე-2 ჩიხში და ჩეხოვის ქუჩაზე გზა იგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს. ამჯერად, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, ბახტაძის მე-2 ჩიხში და ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

“ბოლო წლების განმავლობაში გზების მოპირკეთების თვალსაზრისით ყველაზე მასშტაბური სამუშაოები წელს ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია გზა ყველა სოფელში და ქალაქის ყველა უბანში დაიგოს“ – აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...