სამტრედიაში ამერიკაში მოღვაწე პიანისტის და კომპოზიტორის ლევან შენგელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერიამ სამტრედიელებს, დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებით სავსე საღამო აჩუქა. ამერიკაში მოღვაწე სამტრედიელი პიანისტის და კომპოზიტორის ლევან შენგელიას შემოქმედებითი საღამო ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

დიდ-ჯიხაიშში, მონატრებული ხელოვანის შემოქმედების გასაზიარებლად ყველა თაობის მსმენელი შეიკრიბა. საათნახევრის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმპროვიზირებული კომპოზიციები ჟღერდა, ლევან შენგელიამ ბენდთან ერთად სამტრედიელებს ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოებების სინთეზი შესთავაზა.

ღონისძიების ბოლოს პიანისტმა მადლობა გადაუხადა მუსიკის პირველ პედაგოგს ციცინო ღვინერიას და მუნიციპალიტეტის მერიას საღამოს ორგანიზებისთვის.

კონცერტს სტუმრებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად