სამტრედიაში, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს საჭირო პროდუქციას სახლში მიუტანენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, მარტოხელა მოხუცებისთვის, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მომსახურების ახალი სერვისის ამოქმედებას იწყებს.

 

,,70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, მზრუნველობამოკლებულ მოქალაქეებს, რომელთა გადაადგილება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საფრთხის შემცველია, სამტრედიის მერიის მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე მოემსახურება და ოჯახებში მიუტანს მათთვის საჭირო პროდუქტებს”.

ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ მარტოხელა მოხუცებს დარეკონ და მერიის მომსახურების ახალი სერვისით ისარგებლონ

595 59 63 59 – მიხეილ ლეჟავა
571 81 19 13 – ბეჟან გეგეშიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად