“სამტრედია” ევროპის ლიგიდან გამოვარდა

"სამტრედია" პირველი ქართული კლუბია, რომელიც დღეს ევროსარბიელს დაემშვიდობა.

გია ცეცაძის გუნდმა, განმეორებითი შეხვედრა ყაზახურ "ტობოლთან", სადაც ქართველები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ, 2:0 წააგო და ევროტურნირს გამოეთიშა.

ორი მატჩის ჯამში, იმერლებმა 3:0 წააგეს "ტობოლთან".

დღესვე, კიდევ ორი ქართული გუნდი გაარკვევს თავის მომავალს ევროპის ლიგაზე. "დინამო" "დინამო არენაზე" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" 21:00 საათიდან უმასპინძლებს, ხოლო საჩხერის "ჩიხურა", გასვლაზე, იერუსალიმში "ბეითართან" გაარკვევს ურთიერთობას.

აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით სტარტს 21:45 საათზე აიღებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად