სამსუნში, კომენდანტის საათის გამო დაცარიელებულ ქუჩებში, ასეულობით ცხვარმა იბალახა (ვიდეო)

თურქეთის დიდ ქალაქებში გამოსასვლელ დღეებში კომენდანტის საათი მოქმედებს

ერთ-ერთი ასეთი ქალაქის, სამსუნის მაცხოვრებლები, 3 მაისის ღამის სამ საათზე, ცხვრების ბღავილმა და მათ კისრებზე შებმული ეჟვნების ხმამ გააღვიძა. ხმაურზე ფანჯრებთან მისული სამსუნელების თვალწინ ქალაქისთვის მეტად უჩვეულო სანახაობა გადაიშალა: ასეულობით ცხვარი კომენდანტის საათის გამო მთლიანად დაცარიელებულ ქალაქის ბულვარს მიუყვებოდა და თან გაზონებზე აბიბინებულ ბალახს ძოვდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად