სამსუნგმა თავისი პირველი მრგვალი ფორმის ჭკვიანი საათები გამოუშვა

სამსუნგმა თავისი პირველი მრგვალი ფორმის ჭკვიანი საათები Gear S2 და Gear S2 Classic გამოუშვა,-აღნიშნულის შესახებ ბრიტანული Telegraph-ი წერს.

კომპანია ჭკვიანი საათების ბაზარზე ერთ-ერთი პირველი იყო, სამსუნგმა პირველი მექანიზმი 2013 წლის ოქტომბერში გამოუშვა. მას მერე, სამსუნგმა კიდევ 6 მსგავსი მოწყობილობა გამოუშვა დღემდე, თუმცა ყველა მათგანს ოთხკუთხა ეკრანი ჰქონდა.  ახალი Gear S2 კი მრგვალია და 2 მოდელად გამოვიდა – Gear S2 და Gear S2 Classic. ორივე მოდელი უჟანგავი მეტალითა და “Gorilla”-ს შუშის კომბინაციითა დამზადებული. კომპანია სამსუნგის ინფორმაციის მიხედვით, ახალი საათების ბატარეა 2-3 დღე ძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...