Samsung-მა Samsung Galaxy Fold-ის გამოსვლა სექტემბერში დააანონსა

ჭკვიანი ტელეფონ Samsung Galaxy Fold-ის გაყიდვები, რომელსაც დასაკეცი ეკრანი ექნება, ზოგიერთ ქვეყანაში სექტემბერში დაიწყება. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

გაყიდვები ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომპანიას თარიღის გადადება მოუხდა. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მოდელები ტესტირებისთვის მის ოფიციალურ რელიზამდე მიიღეს, აცხადებდნენ, რომ სმარტფონები გამოყენების პირველივე დღეებში გაფუჭდა.

მას შემდეგ სმარტფონში ცვლილებები შეიტანეს. ძირითადად ეს ცვლილებები იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მოწყობილობის ეკრანი უფრო მეტად გამძლე ყოფილიყო.

სექტემბერში აგრეთვე უნდა დაიწყოს Samsung-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, კომპანია Huawei-ს დასაკეცეკრანიანი მოდელების გაყიდვა. ჩინური კომპანია Mate X-ის გამოშვებას ივნისში გეგმავდა, თუმცა შემდეგ ეკრანის დამატებითი ტესტირებების აუცილებლობის გამო რელიზი გადადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...