Samsung-მა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამუშაო პირობების გამო თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung Electronics ბოდიში მოიხადა საკუთარი თანამშრომლების წინაშე. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიის თანამშრომლებს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნაწარმებთან უხდებოდათ მუშაობა.

კორპორაციამ კი დასაქმებულების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სათანადო პირობები ვერ შექმნა. ამის შესახებ Associated Press წერს.

თანამშრომლების წინაშე ბოდიში კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების დირექტორმა კი ნამ კიმმა მოიხადა. ამისათვის სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ათეულობით თანამშრომელი, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ისეთი ონკოლოგიური დაავადებებით იტანჯებოდნენ, როგორიც არის ლეიკემია და თავის ტვინის კიბო.

კი ნამ კიმ განაცხადა, რომ Samsung-მა ვერ შეძლო შესაბამისი წინააღმდეგობა გაეწია შექმნილი საფრთხეებისათვის, რაც დასაქმებულების ჯანმრთელობას უკავშირდებოდა.

“ჩვენ ბოდიშს ვიხდით ჩვენი თანამშრომლების წინაშე, რომელთა ჯანმრთელობასაც ზიანი მიადგა და მათ ოჯახებს”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...