Samsung-ი 2020 წელს მეორე დასაკეც მობილურ მოწყობილობას წარადგენს

კომპანია Samsung-ი, მომდევნო წელს მეორე დასაკეც მობილურ მოწყობილობას წარადგენს, რომელიც გადაკეცვით კვადრატის ფორმას მიიღებს და ჯიბეში თავისუფლად ჩაეტევა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოწყობილობას 17-სანტრიმენტიანი დისფლეი ექნება. მობილური მოწყობილობა წელს გამოსულ Galaxy Fold-ზე თხელი და ხელმისაწვდომი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. სააგენტოს ინფორმაციით კი, ახალ ტელეფონს, შიდა დისფლეის ზედა მხარეს სელფის კამერა ექნება, ისევე როგორც ახლახანს გამოსულ Samsung Galaxy Note 10-ს. გარე დისფლეიზე კი ორი კამერა იქნება დამონტაჟებული.

Galaxy Fold-ის გაყიდვები ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომპანიას, ეკრანთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მისი გადადება მოუხდა. ახალი მობილური მოწყობილობები გამოყენებაში გაშვების პირველივე დღეებში გაფუჭდა. ივლისში კი კომპანიამ განაცხადა, რომ მოწყობილობების გაყიდვები ზოგიერთ ქვეყანაში სექტემბერში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...