სამშობლოში დაბრუნების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, ექნებათ საშუალება, ისარგებლონ “საქართველოს ავიახაზების” ან “თურქეთის ავიახაზების” რეისებით

შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამით, 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაექებისათვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა,პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“, ან “თურქეთის ავიახაზები“.

„როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ სამშობლოში, ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიარეისები, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“. ასევე, საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დროზე ადრე დაიხუროს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე რეკომენდაცია ეძლევათ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეთ კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდააციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საბჭომ ასევე რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას.

„სამედიცინო პერსონალის რჩევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებების აღსრულებაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად