სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებული მონიტორინგი განხორციელდება

შეიქმნება ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც ინტეგრირებულ მონიტორინგს განახორციელებენ სამშენებლო კომპანიებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას. განსაკუთრებით ეს შეინიშნება სამშენებლო ობიექტებზე. მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე შედეგები გვქონდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შრომის, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით შეიქმნება სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც ინტეგრირებულ მონიტორინგს განახორციელებენ სამშენებლო კომპანიებში.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევების მოხდენის რისკს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...