სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა კომახიძემ შეხვედრა გამართა

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დღეს სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მალე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე განხორციელდება.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოეწერა 60 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს „ბათუმის ახალი სიცოცხლე“, რომელიც გულისხმობს ცენტრალური წყალარინების სისტემის მოწყობას ამ ტერიტორიაზეც. სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაოები 2020 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომლებიც აქ ჩავინიშნეთ, რეაგირება უკვე დაწყებულია.

სამუშაოების ნაწილი მიმდინარეობს, დანარჩენი კი, გათვალისწინებული იქნება მომდევნო წლის ბიუჯეტში“-ლაშა კომახიძე. მერის ინფორმაციით სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში 37 ქუჩაზე, ჩიხსა და შესახვევში სულ 2 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ცენტრალურ წყალარინებასთან და სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ცოტა ხნის წინ ამ უბანში დასრულდა წყლის მაგისტრალური არხის გაყვანა, უკვე დაწყებულია დაქსელვა, რის შედეგადაც გადაიჭრება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა. მერთან ერთად დღეს შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად